ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ანალიზი
გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში

პროგრამა ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში’’, შემუშავდა 2017 წელს, ,,ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ წევრი ასოციაციის ,,ჰელსიჯენის’’ მიერ. პროექტი განხორციელდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაფინანსებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე გოგონათა და ვაჟთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას, ფიზიკურ აქტივობასა და მასობრივ სპორტში მათი ჩართულობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალა: 1) გზამკვლევი მასწავლებლებისა და მწვრთნელებისთვის ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში;’’ 2) საინფორმაციო ტრიპლეტი მშობლებისთვის; 3) შემეცნებითი პოსტერი და ბანერი მოსწავლეებისთვის; უფასოდ გადაეცა პროგრამაში მონაწილე სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებისთვის ორგანიზებულ ტრენინგებში; 5) ტრენინგები ჩატარდა თბილისსა და 4 რეგიონში: კახეთი (თელავი), იმერეთი(ქუთაისი), სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე), ქვემო ქართლი(მარნეული), მათ შორის ორ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებუილ რაიონში - ახალციხე, მარნეული. ტრენინგებში მომაწილეობა მიიღო 130 პედაგოგმა და მწვრთნელმა. საინფორმაციო/ საგანამნათლებლო მასალა და ტრენინგები, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სპეციალისტების ცოდნის დონის ამაღლებაში და პრაქტიკის გაუმჯობესებაში, სკოლის ასაკის მოსწავლეების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების კუთხით. პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეთათვის შეარჩიონ ისეთი ვარჯიშები და მოძრავი თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს გოგონებისა და ვაჟების ფიზიკურ აქტივობებში და სპორტულ ღონისძიებებში თანაბარ მონაწილეობას, ფიზიკური თვისებებისა და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასაკთან შესაბამისობაში და ტრავმატიზმის პრევენციას.

მიმაგრებული ფაილი 1