ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: გოტფრიდი ევროპის ჩემპიონად გამოცხადდა!

2016 წელს ნორვეგიის ფიორდეში ჩატარებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრის ანასტასია გოტფრიდის მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ვერცხლის მედალი გუშინ ოქროდ იქცა!

ფიორდეში ჩემპიონად (ატაცი, აკვრა და ორჭიდი) გამოცხადებულ სომეხ რიპსიმე ხურშუდიანს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა, რამაც საბოლოო შედეგებში შესაბამისი გადაადგილებები გამოიწვია: ოქროს მედლები გადაეცა მეორე საფეხურზე მყოფ ანასტასია გოტფრიდს, მეორე ადგილზე დაწინაურდა ბრიტანელი მერსი ბრაუნი, ხოლო ბრიტანელის ადგილზე აღზევდა პოლონელი ალეკსანდრა მეჟევსკაია.

შეგახსენებთ, რომ გოტფრიდმა ფიორდეში ექვსივე ცდა გამოიყენა: ატაცში (113კგ), აკვრაში (136კგ) და ორჭიდის ჯამში 249 კილოგრამით ვერცხლის მედლები მოიპოვა, გუშინ კი ის ჩემპიონად გამოცხადდა.

ასეთი სასიამოვნო ცვლილების შემდეგ ანასტასია ევროპის ორგზის ჩემპიონია (2016, 2018), ასევე ძალოსნობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი საქართველოდან - 2017.