ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ცხენოსნობა: გაჩეჩილაძემ ბრინჯაო მოიგო!

ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ გერმანიის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

შალვა გაჩეჩილაძე სპორტის ამ სახეობაში ყველაზე წარმატებული ქართველია. მას არაერთხელ მოუგია კავკასიის ლიგის ეტაპები, 2012 წელს კი კავკასიის ლიგის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზა.

2011 წელს შალვა გაჩეჩილაძე პირველი ქართველი მხედარი გახდა, რომელმაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ამ მხრივ ის დღემდე ერთადერთია.