ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
კვლევები
საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპორტთან მიმართებაში

კვლევის შედეგებით შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ თუ რა მოლოდინები და მოთხოვნები გააჩნია მოსახლეობას სპორტის მიმართ. ბევრი მნიშვნელოვანი კითხვიდან შეიძლება გამოვყოთ ყველაზე აქტუალური - „რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სპორტის განვითარებისათვის პირველ რიგში?“ მოსახლეობის უმრავლესობა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უპირატესობას (71%) სპორტული კლუბების შექმნას ანიჭებს (სურ. N22). კვლევაში კითხვები მოცემულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი. სურ. N8.) საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით. გამოიკვეთა ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებიც. რესპონდენტთა უმრავლესობა სპორტში და სპორტულ აქტივობებში ჩაბმის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ინტერესის არქონას და დროის სიმცირეს ასახელებს (სურ. N12). აქვე აღსანიშნავია, რომ მზგავსი კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას? (სურ. N3) რესპონდენტთა დიდი ნაწილი (77,6%) აღნიშნავს, რომ სპორტის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არასაკმარისი დაფინანსებაა. ასევე ერთერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ სპორტული სკოლებისა და სექციების არასაკმარისი რაოდენობა, რაზეც გამოკითხულთა 55% მიუთითებს (სურ. N20.) მოსახლეობის სპორტული აქტივობის შესაფასებლად რესპონდენტთა პასუხების შესაბამისად გამოვყავით სპორტული აქტივობის 4 კატეგორია: მაღალი, საშუალო, დაბალი და არააქტიური. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (69%) სწორედ სპორტულად არააქტიურ კატეგორიაზე დაფიქსირდა, რაც ძალიან უარყოფითი ფაქტია და აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის შესამცირებლად ბევრი მუშაობაა საჭირო. სპორტული აქტივობით დაკავებული მოსახლეობის 75,8% სპორტში ჩართულია ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით (სურ. N9), რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტით მოსახლეობის ძალიან მცირე (დაახლოებით 7%) ნაწილია დაკავებული.

მიმაგრებული ფაილი 1